უეფამ 2018/19 წლების ევროტურნირების სეზონის საუკეთესო გოლად ლიონელ მესის "ნოუ კამპზე" "ლივერპულის" კარში გატანილი საჯარიმო დარტყმა დაასახელა.
აღნიშნულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა - 3:0.
თუმცა კატალონიელები გასვლით მატჩში ანგარიშით 0:4 დამარცხდნენ და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ.