ფრანგული გამოცემა L’Équipe წერს, რომ შესაძლოა ფრანკ რიბერიმ მოსკოვის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში ითამაშოს.
"ლოკომოტივმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები რიბერისთან. ნახევარმცველთან ხელშეკრულების გაფორმება პსვ ეინდჰოვენსაც სურს. ამ წლის დასაწყისში კი, რიბერის საკუთარ რიგებში ხილვა კიდევ ერთ რუსულ კლუბს- "კრასნოდარს" სურდა"- ვკითხულობთ სტატიაში.
ფრანკ რიბერი 2007-2019 წლებში მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობდა. 36 წლის ნახევარმცველს ივნისში დაუმთავრდა კონტრაქი გერმანულ გრანდთან და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია. თუ რიბერი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავა, საბა კვირკველიას კიდევ ერთი სახელოვანი თანაკლუბელი ეყოლება.