"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა "ჩელსისთან" ევროპის სუპერთასზე ქალი მსაჯის დანიშვნაზე გააკეთა კომენტარი.
"ქალი არბიტრის დანიშვნა? ვფიქრობ, ამის დრო მოვიდა. ძალიან მიხარია, რომ ისტორიული მომენტის მომსწრენი გავხდებით. შევეცდები, კარგად გამოვიყურებოდე, თორემ შეიძლება დედა გამიბრაზდეს. ეს ასეთი პირველი შემთხვევაა, განსაკუთრებული და იმედია, არა უკანასკნელი.
ჩვენ პირველი გუნდი არა ვართ, რომელსაც რთული გასული სეზონი ჰქონდა. ძალიან გამახარა იმან, თუ როგორ ვითამაშეთ "მანჩესტერ სიტისთან". მეტოქე ძლიერია, პრობლემები გვქონდა და ეს ნორმალურია.
ფიზიკურად სასურველ ფორმაში ვართ. ჯერ 100%-ით მზად არ ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე ყველა
გუნდი ასეთ მდგომარეობაშია. ეს გუნდი დიდი მიზნების მისაღწევადაა შექმნილი", - ციტირებს კლოპს უეფას საიტი.
"ლივერპულისა" და "ჩელსის" შეხვედრა 14 აგვისტოს სტამბულში, 23:00 საათზე დაიწყება და მსაჯი ფრანგი სტეფანი ფრაპარი იქნება.