"კრასნოდარის" ფეხბურთელი: მოვიკითხავ ყველას, ვისაც ჩვენი არ სჯეროდა

AutoSharing Option
"კრასნოდარმა" სენსაციურად დაამარცხა "პორტუ" გასვლით შეხვედრაში (3:2) და სახლში წაგებული მატჩის (0:1) მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, ხოლო დუბლის ავტორმა რუსული კლუბის მხრიდან, მაჰომედ შაპი სულეიმანოვმა მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. აქვე, ვისაც ჩვენი არ სჯეროდა, მინდა ყველა მოვიკითხო, ისინი, ვინც წერდნენ, რომ "პორტუ" ჩვენთვის განაჩენი იყო. ამიერიდან ხალხს ეცოდინება, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეთამაშები, მთავარი მონდომებაა", - თქვა 19 წლის თავდამსხმელმა.

ფეხბურთელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სიტყვებით უგზავნიდა იმ ხალხს მოკითხვას, თუმცა ძნელი გამოსაცნობი არ
უნდა იყოს. "კრასნოდარმა", რომლის ღირსებასაც გასულ წელს თორნიკე ოქრიაშვილი იცავდა, პირველად მოახერხა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა. იქ კი, ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად პირეოსის "ოლიმპიაკოსის" დამარცხება მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Rusebs dagestneli mesi ezrdebat.
Aba ra
14 აგვისტო 2019 11:52
5
და რა არის გასაკვირი იმაში რომ პორტუ გამოაგდო კრასნოდარმა ჩემთვის პირადად არც არაფერი ისე აქ ფეხბურთის ზოგიერთ პროფესორს რო კითხო რუსეთის პირველობა ჭაობია. ეგ კიარა ეს გუნდი ფეინორდსაც მოუგებდა თავისუფლად.
zaza
14 აგვისტო 2019 15:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული