უდიდესი კლუბები მისთვის იბრძვიან - ნეიმარი კი იახტაზე ისვენებს

AutoSharing Option
სანამ "რეალი", "ბარსელონა" და პსჟ ერთმანეთში ნეიმარის გაყოფას ცდილობენ, ბრაზილიელი ვარსკვლავი მეგობრებსა და მამასთან ერთად პორტუგალიაში იახტაზე ისვენებს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნეიმარი ჯერ ისევ პსჟ-ის ფეხბურთელია და საფრანგეთში სეზონი უკვე დაიწყო, პარიზელებმა 1 შეხვედრის ჩატარება მოასწრეს, ხოლო ნეიმარი დროს უფრო სასიამოვნოდ ატარებს.

როგორც ესპანური გამოცემა trome აცხადებს, ნეიმარი ბრაზილიელი მომღერლის, პაულა ფერნანდეშის კონცერტსაც დაესწრო.

როგორც ვხედავთ, ნეიმარი თავს არც ვარჯიშით და არც ნერვიულობით არ იწუხებს. მისთვის ზაფხული გრძელდება. პრესაში ინფორმაცია გაჩნდა, რომ ესპანური სტუდია ნეიმარის ტრანსფერზე სერიალის გადაღებას
აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული