უკრაინის ჩემპიონატში "შახტართან" და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბრიუგესთან" წაგება არ აპატიეს კიევის "დინამოს" მწვრთნელს, ალეკსანდრ ხაცკევიჩს და გადააყენეს.
გუნდის მწვრთნელად ამავე კლუბის სპორტული დირექტორი, 56 წლის ალეკსანდრ მიხაილიჩენკო დანიშნეს.
მიხაილიჩენკო კიევის "დინამოსა" და სსრკ-ის ნაკრების თავდამსხმელი იყო.
მიხაილიჩენკოს ასისტენტი ასევე კიევის "დინამოს" ექსფორვარდი ვადიმ ევტუშენკო იქნება.