კიევის "დინამოს" მწვრთნელად ალეკსანდრ მიხაილიჩენკო დანიშნეს

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატში "შახტართან" და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბრიუგესთან" წაგება არ აპატიეს კიევის "დინამოს" მწვრთნელს, ალეკსანდრ ხაცკევიჩს და გადააყენეს.

გუნდის მწვრთნელად ამავე კლუბის სპორტული დირექტორი, 56 წლის ალეკსანდრ მიხაილიჩენკო დანიშნეს.

მიხაილიჩენკო კიევის "დინამოსა" და სსრკ-ის ნაკრების თავდამსხმელი იყო.

მიხაილიჩენკოს ასისტენტი ასევე კიევის "დინამოს" ექსფორვარდი ვადიმ ევტუშენკო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული