ატირებული მოურინიო: ფეხბურთი მენატრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალი", "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფეხბურთში სავარაუდო დაბრუნების შესახებ საუბრისას ატირდა.

"მე, უბრალოდ, ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებდი. როცა პროფესიონალურ ფეხბურთში მოვედი, გონებაში რაღაცამ ჩამძახა- "ახლა ყველაფერი სერიოზულადაა!" ყველაფერი შეუჩერებელ რეჟიმში მიმდინარეობდა გარკვეულ დრომდე. ახლა კი ყველაფერი შეწყდა, ფეხბურთიდან სიამოვნების მიღების ნაცვლად, ახლა ის მენატრება,"- თქვა ჟოზემ და ცრემლები ვერ შეიკავა.

დაახლოებით, 8 თვე გავიდა, რაც ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა. 2018 წლის დეკემბერში "ლივერპულთან" განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ პორტუგალიელი "იუნატიედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ჟოზეს
ინგლისის პრემიერლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ გენატრება უფასოდ ჩამოდი ჩვენთან შანსი გაქ Eვროპის ჩემპიონატზე მოხვდე:):):)
Mosexoneli
18:23 14-09-2019
0
მონაგები?
გიორგი
13:32 22-08-2019
0

სიახლეები პოპულარული