მადრიდის "რეალი", "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფეხბურთში სავარაუდო დაბრუნების შესახებ საუბრისას ატირდა.
"მე, უბრალოდ, ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებდი. როცა პროფესიონალურ ფეხბურთში მოვედი, გონებაში რაღაცამ ჩამძახა- "ახლა ყველაფერი სერიოზულადაა!" ყველაფერი შეუჩერებელ რეჟიმში მიმდინარეობდა გარკვეულ დრომდე. ახლა კი ყველაფერი შეწყდა, ფეხბურთიდან სიამოვნების მიღების ნაცვლად, ახლა ის მენატრება,"- თქვა ჟოზემ და ცრემლები ვერ შეიკავა.
დაახლოებით, 8 თვე გავიდა, რაც ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა. 2018 წლის დეკემბერში "ლივერპულთან" განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ პორტუგალიელი "იუნატიედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ჟოზეს ინგლისის პრემიერლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ.
მართლა ცოდვაა ხომ იცით, რაც ამან რიგითები გენერლებად აქცია, არ უნდა იყოს ამ დღეში მარა..... ეგრეა, რაზ პალოჟიშ, ტრი ვაზმიოშ,
არ ვიქნებით წინააღმდეგი!!