დანი ალვეშმა პირველივე მატჩში "სან პაულუს" გამარჯვება მოუპოვა

AutoSharing Option
ბრაზილიის სერია A-ს მე-15 ტურში "სან პაულუმ" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "სეარა" და ერთადერთი გოლი დანი ალვეშმა გაიტანა.

დანი ალვეშმა პსჟ გაზაფხულზე დატოვა და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

36 წლის ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშეს და სადებიუტო მატჩის მე-40 წუთზე გაიტანა გოლი.

აღსანიშნავია, რომ "სან პაულუში" შეუცვლელად იასპარეზა 34 წლის ესპანელმა მცველმა ხუანფრანმა, რომელიც ბოლო 9 სეზონის განმავლობაში "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული