
"ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი "ტრაბზონსპორში" გააგრძელებს კარიერას.
თავისუფალ აგენტად მყოფ 29 წლის ინგლისელს თურქულმა კლუბმა სამსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტარიჯის წლიური ანაზღაურება "ტრაბზონსპორში" 3 მილიონი ევრო იქნება.
მან პრემიერლიგის გასული გათამაშების 18 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა და დასრულებული ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივეს.
ქურდებმა დანიელ სტარიჯის სახლიდან ძაღლი მოიპარეს
ფსონების დადებისთვის სტარიჯს შეიძლება თამაში 1.5 წლით აუკრძალონ