ბელგიელმა მეცნიერებმა პროგრამით გამოიკვლიეს - ლეო მესი ჯობია თუ რონალდო

AutoSharing Option
უკვე კარგა ხანია საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო სამყარო სვამს კითხვას - რომელია უკეთესი ფეხბურთელი, მესი თუ რონალდო?

ამაზე პასუხი ბელგიელმა მეცნიერებმა სპეციალური პროგრამით გასცეს.

ქალაქ ლიოვენის უნივერსიტეტში შექმნეს პროგრამა "Vauling Actions by Estimating Probabilites", რომელიც ფეხბურთელთა ყველა მოქმედებას ითვლის: გოლებს, გადაცემებს, დარტყმებს, დრიბლინგებს და ა.შ.

მათ ამ ორი ფეხბურთელის მონაცემები 2013-18 წლების მიხედვით აიღეს და დაამუშავეს, როდესაც ისინი ლა ლიგაში თამაშობდნენ. მესიმ 1.21 ქულა მოაგროვა, რონალდომ კი - 0.61.

ამ გ
ამოკვლევას ზოგიერთი შეიძლება არ დაეთანხმოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - დროის ამ მონაკვეთში პრიმერაზე არგენტინელი პორტუგალიელზე ორჯერ უფრო სასარგებლო იყო.

უეფა აგვისტოს ბოლოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას გამოაცხადებს და ორივე სუპერვარსკვლავი პრეტენდენტთა შორისაა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ბოლო 5 წლის განმავლობაში რონიმ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო,ევროპის პირველობა და წელს ევროპის ლიგის თასი,ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ბურთი გაიტანა აქედან 3 ესპანეთის ძლიერ ნაკრებს.ახლა თქვენთვის მომინდია მესის საერთაშორისო ტიტულების ჩამოთვლა და აუცილებლად ლივერპულთან 4-0 გაფარჩაკებით დაიწყეთ.
ფეხბურთი კაცების სპორტია
17:29 22-08-2019
2
რონი არა ძმაო,კრისტინაააა
123-s
17:15 22-08-2019
1

სიახლეები პოპულარული