ჯიბრილ სისეს ახალი და საინტერესო ვარცხნილობა აქვს [PHOTO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილ თავდამსხმელ ჯიბრილ სისეს ახალი ვარცხნილობა აქვს. ფეხბურთელი ორდინარული თმის ფერითა თუ ფორმით არც აქტიური კარიერის განმავლობაში გამოირჩეოდა და სტილი არც მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფეხბურთს თავი დაანება და დიჯეი გახდა.

ახალი ვარცხნილობის ამსახველი ფოტო ფრანგმა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" განათავსა.

Sportall.Ge

ჯიბრილ სისემ, რომელსაც საკლუბო კარიერის განმავლობაში "ლივერპულში", "მარსელში", "ლაციოსა" და სხვა კლუბებში უთამაშია, 2005 წელს მერსისაიდულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. "მილანის" წინააღმდეგ გამართულ 11-მეტრიანთა სერიაში სისემ პენალტი ზუსტად შეასრულა.  კარიერა კი იტალიურ "ვიჩენცაში" გასულ წელს დაასრულა.

სისეს, ფეხბურთისა და მუსიკის გარდა, მსახიობის როლიც ჰქონია. სისემ საკუთარი თავი განასახიერა ფრანგული კომედიური ჟანრის ფილმში - "ტაქსი".
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული