რონალდო: ნაკრებიდან მხოლოდ მაშინ წავალ, როდესაც აღარ გამომიძახებენ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ იმაზე ისაუბრა, თუ კიდევ რამდენ ხანს აპირებს პორტუგალიის ნაკრებში თამაშს.

"ძალა და მოტივაცია არ მაკლია და ეროვნული გუნდის სამსახურისთვის მზად ვარ. ნაკრებიდან მხოლოდ მაშინ წავალ, როდესაც აღარ გამომიძახებენ (იცინის).

ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატი? იმ დროისთვის 37 წლის ვიქნები და მონაწილეობას არ გამოვრიცხავ.

ნაკრებში ბევრი კარგი მომენტი მახსოვს. შესაძლოა, ეროვნულ გუნდში თამაშით უფრო დიდი სიამოვნება უკანასკნელ 5 წელიწადში მივიღე. ნუ მკითხავთ, რატომ, მაგრამ მართლა ჭკუას ვკარგავ ჩემი ქვეყნ
ის ნაკრების ღირსების დაცვაზე.

სამშობლოში ხანდახან ჩავდივარ, განსაკუთრებით, ლისაბონსა და მადეირაში. ეს ის ქვეყანაა, სადაც ცხოვრება მინდა და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახთან ერთად პორტუგალიაში ვიცხოვრებ", - განაცხადა რონალდომ ტელეარხ TVI-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული