რონალდომ შვილს აჩვენა, როგორ მძიმე პირობებში ცხოვრობდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო, როდესაც 1997 წელს "სპორტინგში" გადავიდა, თავიდან კლუბის ბაზაზე ცხოვრობდა, შემდეგ კი მეგობართან ერთად სასტუმროში ოთახი იქირავა.

ამის შესახებ მან კრიშტიანო უმცროსს, ანუ კრიშტიანინიოს მოუყვა და ეს ოთახიც აჩვენა.

შვილს გაუკვირდა და ჰკითხა: "მამა, მართლა აქ ცხოვრობდი?" მას გაუჭირდა ამის დაჯერება.

ეს ოთახი ლისაბონის ცენტრში მდებარე სასტუმროში მიგელ პაიშაოსთან ერთად ჰქონდა ნაქირავები და 24 საათში 30 ევროს იხდიდნენ. მიგელი მადეირაზე CR7-ის მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებელია.

ისინი "სპორტინგის" აკადემიაში თითქმის ერთდროულად აიყვანეს და უბრალო სასტუმროს 34-ე ნომერში დასახლდნენ, სადაც
კუთხეში პატარა ტელევიზორი იდგა, პირსაბანი და ბიდეც პირდაპირ ოთახში იყო.

"ასეთ ცნობილ პერსონას ჩვენთან არ უცხოვრია. რომ მცოდნოდა, რას მიაღწევდა, სამახსოვროდ სურათს გადავიღებდი", - სინანულით ამბობს სასტუმროს მფლობელი ჟოზე პერეირა.

ახლა იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მალე ძვირფას სასტუმროდ გადააკეთებენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტა ეგრე ,,მძიმე'' პირობებში ცხოვრობდეს საქართველოს უღატაკესი მოსახლეობა. ამას კიდევ რა უჭირს, საწოლია და წყალი არ ჩამოდის მაინც, ალბათ...
ლევანი
19:52 21-08-2019
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული