ტორესის ბოლო მატჩი - ინიესტას ბრწყინვალე პასი და 6 გოლი მეტოქისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა დღეს გამოსამშვიდობებელი მატჩი გამართა.

ტორესის "საგან ტოსუ", რომლის ღირსებას იცავდა 35 წლის ესპანელი ფორვარდი, ანდრეს ინიესტას "ვისელ კობესთან" 1:6 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ინიესტამ ერთი გოლი გაიტანა და ბრწყინვალე გადაცემით გამოირჩა.

ტორესმა კარიერის დასრულების შესახებ ჯერ კიდევ ივნისში დააანონსა. ტორესი ცნობილია მადრიდის "ატლეტიკოში", "ლივერპულსა" და ლონდონის "ჩელსიში" თამაშით.

"ატლეტიკოსთან" ერთად იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ევროპა ლიგა მოიგო, ხოლო "ჩელსისთან" ერთად - ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა
და ინგლისის თასი.

ესპანეთის ნაკრებში ტორესმა 110 მატჩი ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა. ნაკრებთან ერთად მან ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული