"ახალგაზრდა" ბოიან კრკიჩმა ახალი კლუბის მაისურით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 წლის "ახალგაზრდა" თავდამსხმელმა ბოიან კრკიჩმა საკუთარ კარიერაში მე-6 ქვეყნის ჩემპიონატში გაიტანა გოლი. "ბარსას" ყოფილმა ფორვარდმა გოლების ანგარიში MLS-ში გახსნა და კანადურ დერბიში "ტორონტოს" გაუტანა.

კრკიჩი, რომელიც ბოლოს "სტოკ სიტის" ღირსებას იცავდა "მონრეალ იმპაქტში" ამ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა და პირველი გოლის გასატანად 3 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.

ბოიანის გოლის მიუხედავად "მონრეალი" დამარცხდა (1:2)  და პლეი ოფის ზონაში შესულმა "ტორონტომ" 3 ქულით გაასწრო. აღსანიშნავია, რომ "მონრეალის" კაპიტანი "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" ყოფილი მცველი 36 წლის ბაქარი სანია გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული