ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან კონფლიქტზე ისაუბრა.
ბლატერის თქმით, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ მან "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი "რეალის" თავდამსხმელს, კრიშტიანო რონალდოს შეადარა.
- ოქსფორდში კონფერენციაზე სტუდენტებს ვუთხარი, რომ ორივენი კარგები იყვნენ, მაგრამ მესი ბავშვია, რომლის ყოლაზე ნებისმიერი დედა ოცნებობს, ხოლო რონალდო უფრო რობოტივითაა. კრიშტიანო უკმაყოფილო იყო, ხოლო "რეალის" პრეზიდენტი განსაკუთრებით უკმაყოფილო დარჩა.
- რა გითხრათ ფლორენტინო პერესმა?
- რომ სხვათა შორის, "რეალის" საპატიო წევრი ხარო...
- და ასეთი სიტყვების შემდეგ ამ პოსტზე დარჩით?
-დიახ, დამაწინაურეს
კიდეც! მაგრამ ფლორენტინო ძალიან გაბრაზებული იყო. "როგორ შეგიძლია მსგავსი რამე თქვა, როცა თავად ხარ "რეალის" საპატიო წევრი?" - მკითხა პერესმა. მე ვუთხარი, რომ ეს პირადი გემოვნების ამბავი იყო. ის გადაირია და მითხრა, რომ დაუყოვნებლივ განმემარტა ჩემი სიტყვები. შემდეგ კი კრიშტიანომ "ოქროს ბურთი" მოიგო.