ფიფას ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ გვერდითა არბიტრები რობოტებით შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
"ფიფაში უკვე არსებობს დეპარტამენტი, რომელიც შესაბამის კვლევებს აწარმოებს. შეცვლიან თუ არა რობოტები მსაჯებს სრულად? ეს შესაძლოა მოხდეს", - უთხრა სანდო წყარომ Mirror-ს.
ბოლო წლებში ფეხბურთში სულ უფრო მეტი დოზით იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
ფიფას პირველი ნაბიჯი თავის დროზე გოლის ჩათვლის ავტომატური ფუნქციის შემოღება გახდა - სპეციალური სისტემა განსაზღვრავს, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი.
2018 წლიდან სხვადასხვა შეჯიბრებაში ვიდეოდახმარების სისტემა VAR-ი შემოიღეს. ამის საშუალებით მსაჯებს საკამათო ეპიზოდების განხილვა
და გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.