32 წლის ბოსნიელი მეკარე ასმირ ბეგოვიჩი (სიმაღლე 199 სმ) კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ბეგოვიჩი "ყარაბაღმა" "ბორნმუთისგან" იანვრამდე ინათხოვრა.
ის ადრე "ჩელსის" ღირსებას იცავდა, თუმცა ამ სეზონში "ბორნმუთში" თამაში არ უწევდა და თავის ახალ გუნდს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაეხმარება.
"ყარაბაღი" პირველ ტურში, 19 სექტემბერს "სევილიას" მასპინძლობს.