უკრაინის ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა "შალკედან" "შახტარში" გადაბარგდა.
დონბასურმა კლუბმა კონოპლიანკას სამსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ტრანსფერის თანხა არ ხმაურდება. ისე, მისი საბაზრო ფასი 6.5 მილიონი ევროა.
ის "შალკეში" "სევილიადან" 2016 წელს გადავიდა, გასულ სეზონში კი ბუნდესლიგის 13 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კონოპლიანკა "დნიპროს" აღზრდილია.