ევროპის TOP 5 ჩემპიონატის კლუბებმა 2019 წელს ტრანსფერებზე 5 მილიარდი ფუნტი დახარჯეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ВВС-ი Deloitte-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინგლისური პრემიერლიგის კლუბებმა ტრანსფერებზე 1.41 მილიარდი ფუნტი დახარჯეს, ხოლო ლა ლიგის კლუბებმა - 1.24 მილიარდი.
მესამე ადგილზე სერია A-ს კლუბები გავიდნენ, რომლებმაც 1.06 მილიარდი ფუნტი დახარჯეს. მეოთხე ბუნდესლიგაა, სადაც ტრანსფერებზე 670 მილიონი დოლარი გაიღეს, ბოლო პოზიციას კი ლიგა 1-ის კლუბები იკავებენ, რომლებმაც ტრანსფერებზე 605 მილიონი ფუნტი გამოჰყვეს.
2019 წელს ტრანსფერებზე დახარჯული 5 მილიარდი ფუნტი რეკორდული მაჩვენებელია. წინა წელს ევროპის TOP
5-ის კლუბებმა 800 მილიონი ფუნტით ნაკლები დახარჯეს.