საშინელი ამბავი - კაფუს 29 წლის ვაჟი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების, "მილანისა" და "რომას" ყოფილი მცველის, კაფუს ვაჟი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დანილო მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. გულის შეტევის შემდეგ დანილო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა.

აღნიშნული ფაქტი კაფუს თანაგუნდელმა ნაკრებში პაულო სერჟიომ დაადასტურა.

უეფამ და "რომამ" კაფუს მიუსამძიმრეს და განცხადება სოციალურ ქსელებშიც გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ კაფუმ ბრაზილიის ნაკრების მაისურით მსოფლიოს 1994 და 2002 წლების მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული