ბელორუსსა და მექსიკაში "ნაყოფიერი მოღვაწეობის" შემდეგ არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი დიეგო მარადონა სამშობლოში დაბრუნდა.
58 წლის მარადონამ აუტსაიდერ "ხიმნასია ლა პლატასთან" სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.
მარადონა იქამდე არგენტინის ნაკრებში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ბრესტის "დინამოსა" და "დორადოსში" მუშაობდა.