სომეხი თავდამსხმელი ბონუჩის: პატივს გცემ, თუმცა ეს სამარცხვინო საქციელი იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სოჭისა" და სომხეთის ნაკრების თავდამსხმელი ალეკსანდრ კარაპეტიანი საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამოეხმაურა გუშინ, 5 სექტემბერს გამართულ მატჩს, რომელშიც სომხეთი საკუთარ მოედანზე იტალიასთან დამარცხდა (1:3), ხოლო კარაპეტიანმა პირველ ტაიმში გოლი გაიტანა და დაუმსახურებელი წითელი ბარათი მიიღო.

თამაშის შემდეგ კარაპეტიანმა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" დაწერა: "პატივს გცემ იმის გამო, რასაც ფეხბურთში მიაღწიე, მაგრამ ეს სამარცხვინო საქციელი იყო" და ბონუჩი მონიშნა.

სომხეთის ნაკრების ცენტრფორვარდი პირველი ტაიმის დამატებით წუთებზე, როცა ანგარიში 1:1 იყო,  გერმანელმა არბიტრმა დანიელ ზიბერტმა მოედნიდან გააძევა, უჩვენა რა მას მეორე ყვითელი ბარათი ბონუჩისთვის იდაყვის ჩარტყმისთვის.
არადა, სომეხი ფეხბურთელი იტალიელთა კაპიტანს სახის არეში არც კი შეხებია. აღსანიშნავია ისიც, რომ კარაპეტიანმა პირველი ყვითელი ბარათიც საკამათო სიტუაციაში მიიღო.

იტალიელებმა 77-ე და მე-80 წუთებზე ორი გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.

მკითხველის კომენტარები / 4 /
შენს ჯიშს და ჯილაგს თუ სამარცხვინო საქციელი უკვირს)))) რაც მარტო საქართველოსთვის გაქვთ გაკეთებული რუსებს და თურქებს შეშურდება
llcl
17:46 06-09-2019
37
სიმულიანტობის ნიჭი იტალიელებს თანდაყოლილი აქვთ!თბილისშიც გვახსოვს მათი "შედევრები"...
Caruzo 9
17:12 06-09-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული