ზლატან იბრაჰიმოვიჩს შვედეთში ძეგლს დაუდგამენ

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, "ლოს ანჯელეს გალაქსის" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს შვედეთში ძეგლს დაუდგამენ.

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ ძეგლის დამზადება მოქანდაკე პიტერ ლინდეს შეუკვეთა.

ბრინჯაოს ძეგლი 2.7 მეტრის სიმაღლის და 500 კილოგრამი წონის იქნება.

ძეგლს "მალმიოს" ძველ და ახალ სტადიონებს შორის დადგამენ, სადაც იბრაჰიმოვიჩმა ფეხბურთის თამაში დაიწყო.

"ეს ძეგლი შვედეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის საპატივცემულოდ დაიდგმება", - განაცხადა ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჰაკან შოსტრანდმა.

აქ არის ჩემი გული, აქ დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა, ძალიან ნასიამოვნები ვარო, - სიხარული ვერ დამალა ზლატანმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შვედებს იბრაჰიმოვიჩზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდათ, ასე რომ ძეგლი უკეთესია იმ ძველ შვედ ფეხბურთელებს დაუდგან რომლებმაც ნაკრებისთვის გაცილებით მეტი გააკეთეს.
ხვიჩა
10:24 10-09-2019
5
ჩვენც დაუდგათ კალაძეს,
განა ბევრი იქნება,
თავის კარში ორის თხრა,
ზედვე დედის გინება,
ვინ აჯობებს ჩვენ ნაკრებს,
ვინ გაიტანს ორს ერთად,
ერთი კიდევ ხდება და
ორი არის მიღწევა.
ძეგლი დავუდგათ სტალინსა და ღღღღღორჯონიკიძეს!
თუნდაც არსენას, კუჭატნელს, რომ წამოიკიდებს...
ბურთი მრგვალია ჯიგარ, მრგვალი,
კვადრატნი იყოს, ჩვენ მოვიგებდით...
ძეგლი ნაღდ კალას!!!
კ ო მ ბ ლ ე
08:38 10-09-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული