ზლატან იბრაჰიმოვიჩს შვედეთში ძეგლს დაუდგამენ

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, "ლოს ანჯელეს გალაქსის" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს შვედეთში ძეგლს დაუდგამენ.

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ ძეგლის დამზადება მოქანდაკე პიტერ ლინდეს შეუკვეთა.

ბრინჯაოს ძეგლი 2.7 მეტრის სიმაღლის და 500 კილოგრამი წონის იქნება.

ძეგლს "მალმიოს" ძველ და ახალ სტადიონებს შორის დადგამენ, სადაც იბრაჰიმოვიჩმა ფეხბურთის თამაში დაიწყო.

"ეს ძეგლი შვედეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის საპატივცემულოდ დაიდგმება", - განაცხადა ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჰაკან შოსტრანდმა.

აქ არის ჩემი გული, აქ დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა, ძალიან ნასიამოვნები ვარო, - სიხარული ვერ დამალა ზლატანმა.

ასევე დაგაინტერესებთ