საკუთარ მოედანზე უელსის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბელორუსს 1:0 სძლია.
მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი გოლით იმარჯვეს, რომელიც "მანჩესტერის" ნახევარმცველმა დანიელ ჯეიმსმა გაიტანა. 21 წლის ჯეიმსმა კლუბსა და ეროვნულ გუნდში ბოლო 6 შეხვედრაში 4-ჯერ დაამწუხრა მეტოქეეები.
ბელორუსი ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქეა, მაგრამ თუ კოსოვომ პირდაპირ მოიპოვა ევროპირველობის საგზური, მაშინ ჩვენს გუნდს ლუქსემბურგი შეხვდება.
კარდიფი. "სიტი"
უელსი - ბელორუსი 1:0
გოლი: ჯეიმსი (17)
უელსი: უორდი, რობერტსი, მეფამი (ლოკერი 77), როდონი, ბ. დევისი (განტერი 91+1), მორელი, ალენი, ჯეიმსი (ბეილი 50), უილსონი (ვოლკსი 89), უილიამსი, მური (ვოუკსი 75)
ბელორუსი: პლოტნიკოვი, ზოლოტოვი, პოლიტევიჩი, ვოლკოვი, პოლიაკოვი (ებონგი 46), იაბლონსკი (მაევსკი 46), ბაგა (დრაგუნი 71), სკავიში (პეჩენინი 77), სიგნევიჩი (სტასევიჩი 70), ბაჰარი (კლიმოვიჩი 85)
ბელარუსის ნარების მწვრთნელი: საქართველოსთვის ვემზადებით, ამოცანა ევრო 2020-ზე გასვლაა
დაატიეთ რა!
ხომ ხედავთ საჩვენო არაა ფეხბურთი, ხოკეი რომ იყოს კიდე ხო........