აზერბაიჯანელი მცველი ხორვატიასთან ფრის შემდეგ: მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია

AutoSharing Option
"საბაჰისა" და აზერბაიჯანის ნაკრების მცველმა ტამკინ ჰალილზადემ ხორვატიასთან ფრედ (1:1) დასრული მატჩის შემდეგ Azerisport-თან კომენტარში მათი ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"უელსთან გამართული მატჩის შემდეგ მომზადებისათვის დიდი დრო არ გვქონდა. კარდიფში დაფიქსირებულმა შედეგმა გული ძალიან დაგვწყვიტა - განსაკუთრებით, მატჩის ბოლოს გაშვებულმა გოლმა. ამის მიუხედავად, ხორვატიის წინააღმდეგ გასამართი თამაშისთვის სამწვრთნელო შტაბმა ძალიან კარგად მოგვამზადა. ყველაფერი შესანიშნავად დასრულდა. კარგად გვყავდა მოწინააღმდეგე გაანალიზებული. თუმცა ეს ის გუნდი არაა, რომელიც განსაკუთრებულად უნდა შეისწავლო, ხორვატია ისედაც ყველამ კარგად იცის.

პირველ 10 წუთში სტუმრებს ბევრი საგოლე მომენტი
ჰქონდათ, თუმცა ემილ ბალიაევი დამაჯერებლად თამაშობდა. მეორე ტაიმში მოედანზე გამოსვლის შემდეგ მე მქონდა ისეთი ეპიზოდი, რომელმაც თვითრწმენა შემმატა. დავიჯერე, რომ მათთვის გატანა შეგვეძლო. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გუნდს გავუტანეთ. ვერავინ იტყვის, რომ ეს შედეგი არ დავიმსახურეთ.

ჩემი გოლი? იმ ეპიზოდში საკუთარ თავს მივენდე. ვარჯიშებზე ასეთ დეტალებზე ვმუშაობთ. ჩვენ ხორვატიასთან უკვე გვქონდა გამართული შეხვედრა და იქაც კარგად ვითამაშეთ. ახლა ფეხბურთი ისეთია, რომ ყველა გუნდთან შეგიძლია ითამაშო წარმატებულად. დღეს კი მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია", - განაცხადა 26 წლის მცველმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრები Xოდა აბა, ეხლა თავში არ აგივარდეთ!
Gruzini
14:42 10-09-2019
3

სიახლეები პოპულარული