კურასაოელი მეკარე პიტერ ჟაირზინიო ორშაბათ ღამით სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ტრაგედიის მიზეზი გულის შეტევა იყო, ხოლო თანაგუნდელებმა გოლკიპერი უმოძრაო მდგომარეობაში იპოვეს.
პიტერი ჰაიტის წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადებოდა კონკაკაფის ერთა ლიგის ფარგლებში. შეხვედრა ოთხშაბათს უნდა გამართულიყო.
პიტერ ჟაირზინიომ გადამწყვეტი როლი ითამაშა კურასაოში გამართულ "მეფის თასზე" გამარჯვებაში, რომელიც მასპინძელმა ქვეყანამ პენალტების სერიაში მოიპოვა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
საშინელი ამბავი - კაფუს 29 წლის ვაჟი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა
საზარელი ამბავი - "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელის 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა