ჯარიმები ნაკრებში არგამოცხადების შემთხვევაში - ბელარუსის პრეზიდენტმა საინტერესო ბრძანება გამოსცა

AutoSharing Option
ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ გამოსცა №329-ე ბრძანება "ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ნაკრები გუნდების შესახებ სპორტის სახეობებში", რომელშიც მითითებულია ჯარიმები და სხვადასხვა სანქცია ეროვნულ გუნდში არგამოცხადების ან/და შემდგომში სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემთხვევაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ სპორტსმენი სისტემატურად არ ცხადდება ეროვნულ ნაკრებში, მას მოუწევს ჯარიმის სახით იმ თანხის გადახდა, რაც მის მომზადებაში სახელმწიფომ ჩადო.

ასევე, იგივე სანქცია გავრცელდება იმ სპორტსმენზე, რომელიც ბელარუსის სახელით ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ პასპორტი შეიცვალა, სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა და იმ ქვეყნის სახელით განაგრძობს სპორტულ ასპარეზობას.

ასევე,
ბრძანებაში წერია, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში, სპორტსმენები აუცილებლად უნდა იქნენ გათავისუფლებულნი სამსახურებრივი ვალდებულებებისაგან და ეროვნულ გუნდში ყოფნის პერიოდში გაცდენილი დღეები ანაზღაურებული უნდა იყოს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
საღოლ! აი ეს მომწონს, წააგე? წადი, ოლიმპიური სისტემაა.....
კ ო მ ბ ლ ე
16:54 11-09-2019
0
იწერება ბელორუსი იკითხება ბელარუსი.
gaga
15:28 11-09-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული