
ცნობილი გახდა მესამე ევროტურნირის დასახელება - კონფერენციათა ლიგა, რომელიც სტარტს 2021 წელს აიღებს.
მისი ფორმატი ჩემპიონთა ლიგის მსგავსი იქნება, 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ 1/8-ფინალში.
ჯგუფების მეორეადგილოსნები ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნებს პლეი-ოფში გასასვლელ მატჩებში შეხვდებიან.
კონფერენციათა ლიგის გამარჯვებულს მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება ექნება - აი, ესაა მთელი მისი "ხიბლი" და დიდი ალბათობით, პოპულარობით ყოფილი ინტერტოტოს თასის მსგავსი იქნება.