გარი ლინეკერის შვილი აფრიკაში მატჩის გადაღებისას კინაღამ დაიღუპა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გარი ლინეკერი "მირორს" მოუყვა, რომ მისი შვილი ჰარი აფრიკაში მატჩის გადაღებისას კინაღამ დაიღუპა.

"ჰარი სერა ლეონეში იყო, ამ ქვეყნისა და ლიბერიის განმეორებით შეხვედრაზე. ლიბერიამ შინ 3:1 მოიგო და ჰარიმ ყველაფერი გადაიღო.

სიერა ლეონეს შანსი ჰქონდა, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით გაემარჯვა, მაგრამ ბოლო წუთზე მათმა ფეხბურთელმა პენალტი ვერ გამოიყენა და ამან გულშემტკივრები გააგიჟა - მოედანზე შეცვივდნენ და ქვების სროლა დაიწყეს.

ჰარი გვირაბში შევარდა, სადაც 50-60 ადამიანი თავს დაესხა - ტანსაცმელი გააძრეს, მობილური და რაც ჰქონდა, ყველაფერი
წაართვეს. ის საშინელ დღეში იყო.

ერთ-ერთ თავდამსხმელს დანა ჰქონდა და ჰარის ეგონა, მოკლავდნენ. საბედნიეროდ, პოლიციელმა გადაარჩინა, რომელმაც ოთახში გაიყვანა. ახლა ის კარგადაა და სახლში მოემგზავრება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული