2018/19 წლების სეზონში მაყურებელთა დასწრებით ევროპაში ლიდერი "ბარსელონა" იყო, "რეალი" კი - მე-5

AutoSharing Option
უეფას რეპორტის მიხედვით, 2018/19 წლების სეზონში ევროპის მასშტაბით, დასწრების მხრივ, ლიდერი კატალონიური "ბარსელონა" გახლდათ, რომლის თამაშის სანახავად "ნოუ კამპზე" ჯამში 1 440 000 ადამიანი მივიდა.

ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, "ოლდ ტრაფორდზე" შეხვედრებმა 1 420 000 ადამიანი მიიზიდა. მე-3 ადგილზე კი დორტმუნდის "ბორუსია" გავიდა. "სიგნალ იდუნა პარკზე" დორტმუნდელთა თამაშებს 1 370 000 მაყურებელი დაესწრო. მე-4 ადგილზე გავიდა მიუნხენის "ბაიერნი", ბავარიელთა "ალიანს არენას" 1 280 000 ფანი ეწვია. მე-5 საპატიო ადგილი წილად მადრიდის "რეალს" ხვდა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" მატჩებს
1 150 000 მაყურებელი დაესწრო.

1 მატჩზე დასწრების მხრივ კი რეკორდული ზრდა სალონიკის პაოკი ჰქონდა. ბერძნული კლუბის თამაშებს წინა წელთან შედარებით  172 000+ -ით მეტი ადამიანი დაესწრო. მეორეზე "ბარსელონა" გავიდა 171 000-ით მეტი მაყურებლით. რომის "ლაციოს" თამაშებზე "სტადიო ოლიმპიკოზე" 118 000-ით მეტი ფანი მივიდა ვიდრე წინა სეზონში. პირეოსის "ოლიმპიაკოსის" შეხვედრაზე დამსწრეთა რაოდენობა 106 000-ით მეტი იყო, ხოლო კიევის "დინამოს" მატჩებზე 91 000-ზე მეტი მაყურებლის მისვლა დაფიქსირდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული