ლიონელ მესის პასუხი კრიშტიანო რონალდოს მიპატიჟებაზე

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მზადაა, ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელთან ისადილოს.

- კრიშტიანომ ადრე თქვა, რომ სურს თქვენთან ისადილოს. მის დაპატიჟებას მიიღებდით?
- რა თქმა უნდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მასთან არანაირი უთანხმოება არ მაქვს. შეიძლება ჩვენ მეგობრები არ ვიყოთ, რადგან გასახდელში ერთად არ ვყოფილვართ, მაგრამ მასთან ყოველთვის ვმონაწილეობ სხვადასხვა ცერემონიაზე, ამაზე პრობლემა არ გვაქვს. სხვათა შორის, ამას წინათ მონაკოში დიდი ხანი ვისაუბრეთ.

არ ვიცი, შედგება თუ არა ეს სადილი, რადგან ცნობილი მიზეზების გამო არ ვიცი, რამდენად გადავეკვეთებით ერთმანეთს. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი
ცხოვრება და ვალდებულებები აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, მის დაპატიჟებას მივიღებდი", - თქვა მესიმ.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ ამ ორი ლეგენდის შეხვდრა მოხდება, რა იქნება საქართველომ უმასპინძლოს რა ვიზე ნაკლები სამზარეულო გვაქვს, თუ არ ვიცით სტუმრის დახვედრა?
ბარსა
13 სექტემბერი 2019 14:59
1
ეს იქნება ისტორიული სადილი! ორი ბრწყინვალე ფეხბურთელები, რომლებმაც დაწერეს საფეხბურთო ისტორია! ამათ მერე რას უნდა ვუყუროთ არ ვიცი.
გოგა
13 სექტემბერი 2019 14:56
1
ისე მართალია. ესენი რომ წავლენ ფეხბურთიდან მართლა ვიღას უნდა ვუყუროთ ფეხბურთში. დიბალას და ლევანდოვსკის ამარა დავრჩებით
გელა ნუგზარაშვილი
13 სექტემბერი 2019 17:18
0
ძალიან დიდები და დიდების მწვერვალზე მყოფნი.
თერჯოლის ეწერი
12 სექტემბერი 2019 14:26
1
რამდენი ვიპ რესტორანი მოინდომებს ამ ორი უდიდესი მოვლენის მასპინძლობას.ჩემი აზრით დღეს მსოფლიოში არ არსებობს უფრო პოპულარული პიროვნება ვიდრე რონალდუ და მესი.
ამაშია საქმე
12 სექტემბერი 2019 12:45
2
ვააა "ამაშია საქმე" შენ გატყობთ ცოტა პროგრესს მესის მიმართ. როგორ მოსდა, რომ არ აკრიტიკებ? ასე არ ჯობს შე კაცო.
ვოვა
13 სექტემბერი 2019 15:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული