არსენ ვენგერი ფიფაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფრანგი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ფიფას ტექნიკური დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

აღნიშნული წყაროს მიხედვით, არსენ ვენგერის მთავარი საქმიანობა ფიფაში სამწვრთნელო სტანდარტების გაუმჯობესება იქნება. ასევე, ფრანგი სპეციალისტი ფეხბურთის სხვადასხვა მიმართულებით გასცემს რჩევებს.

ფიფას საკუთარი რიგების მსოფლიოში ცნობილი ფიგურებით შევსება სურს. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ორგანიზაცია მარკ ვან ბასტენმა და ზვონიმირ ბობანმა დატოვეს.

არსენ ვენგერმა ლონდონის "არსენალი" 2018 წელს კლუბში 22-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. აქამდე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება ავრცელებდა ცნობებს,
რომ შესაძლო იყო, ფრანგს "მილანი" ან მიუნხენის "ბაიერნი" ჩაებარებინა. მისი სამსახურით პსჟ-ც იყო დაინტერესებული და პარიზელებმა ვენგერს კლუბის ტექნიკური დირექტორის თანამდებობა შესთავაზეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული