ა, კაცი - უკრაინელი ფეხბურთელი ფულს რუსეთში შოულობდა და მშობლიურ არმიას ეხმარებოდა!

AutoSharing Option
YouTube-არხის, "ბომბარდირის" ცნობით, მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშისას უკრაინელი მცველი ტარას მიხალიკი რუს ოკუპანტებთან მეომარ მშობლიურ არმიას ფინანსურად ეხმარებოდა.

35 წლის ფეხბურთელს ეს აქამდე არ გაუმხელია და მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, "ვოლინის" გულშემატკივრებთან კონფლიქტისას, რომლებიც რუსეთში ასპარეზობის გამო კიცხავდნენ.

მიხალიკი "ლოკომოტივში" 2013-19 წლებში თამაშობდა, ამა წლის ზაფხულში კი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ვოლინში" გადავიდა.

მიხალიკი რუსეთის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელია.

ის ადრე კიევის ცსკა-ს, "ზაკარპატიეს" და კიევის "დინამოს" ღირსებას იცავდა, 32 მატჩი აქვს ჩატარებული უკრაინის ნაკრებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული