რაფაელ ვან დერ ვაარტი: ვან დეიკი საუკეთესო არ არის

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა "ლივერპულის" მცველ ვირჯილ ვან დეიკზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"ვან დეიკი მსოფლიოში საუკეთესო არაა, მაგრამ განსაკუთრებულია. საუკეთესონი მესი და რონალდო არიან, მაგრამ მცველისა და თავდამსხმელების შედარება არ შეიძლება.

მერჩივნა, მატიას დე ლიხტი "ბაიერნში" ან "ბარსელონაში" გადასულიყო. მას უჭირს ბონუჩისა და კიელინისთვის კონკურენციის გაწევა. თუმცა, კიელინიმ ტრავმა მიიღო. ისე, მატიასი ძალიან ნიჭიერია", - ციტირებს ვან დერ ვაარტს TMW.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაფაელ ყველაფრში გეთანხმებით! ნამდვილად არ არის საუკეთესო ვან დეიკი! უბრალოდ კარგი ფეხბურთელია. საუკეთესოები ეხლა ამ ეპოქაში არიან როგორც ყოველთვის მესი და როლანდო, რომელთაც ამ ეტაპზე კონკურენტები არ ყავთ. რაც შეეხებათ ოქროს ბურთს ისეთი სუნი ასდის, რომ ისევ ამ ოქლაქს შეტენიან.
ბერდო
11:39 13-09-2019
0

სიახლეები პოპულარული