იტალიელი ჟურნალისტი ლუჩიანო პასირანი საზოგადოების კრიტიკის ქვეშ მოექცა და სამსახურიდანაც გამოაგდეს მილანის "ინტერის" ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს მისამართით გამოთქმული რასისტული ფრაზის გამო.
TopCalcio24-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას პასირანიმ თქვა:
"თამაშისას თუ ლუკაკუ 1-1-ზე შენ მოსატყუებლად წამოვიდა, შენ მკვდარი დაეცემი მინდორზე. გადარჩენის შანსი მაშინ გექნება, თუ თან 10 ბანანს იქონიებ და საჭმელად გადაუგდებ".
ამ განცხადებიდან ძალიან მალე არხის პრეზიდენტი გამოვიდა პირდაპირ ეთერში, მათი ჟურნალისტის საქციელის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ პასირანი უკვე გათავისუფლებული იყო სამსახურიდან.