რონალდომ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა გარდაცვლილი მამის კადრები აჩვენეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო, როცა მას გარდაცვლილი მამის ინტერვიუდან ამოჭრილი კადრები აჩვენეს.

კრიშტიანო ინტერვიუს აძლევდა ITV-ის გადაცემა Good Morning Britain-ს, როცა ის ატირდა და ამისთვის ბოდიში მოიხადა.

"მაპატიეთ. მე ეს კადრები არასდროს მქონდა ნანახი. როგორია, როცა მამა საკუთარი შვილის წარმატებით ამაყობს? ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა ძალიან მწყდება გული, რომ  მან  ვერ ნახა როგორ გავხდი საუკეთესო, როგორ მივიღე ჯილდოები. ჩემი ოჯახი მოესწრო ამას, დედაჩემი, ჩემი ძმები, ჩემი უფროსი ვაჟიშვილიც კი, მაგრამ მამა ვერასდროს."

კრიშტიანო
რონალდო მხოლოდ 20 წლის იყო, როცა მამამისი გულის უკმარისობით, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
აქედანაც ჩანს რა მაგარი კაცია.უდიდესი სპორტსმენი თან დიდებული ადამიანი.
ღმერთის რჩეული.
16 სექტემბერი 2019 20:03
2
მე მამამისის დანახვა უფრო მაინტერესებდა თორემ მოქვითინე რონალდო ათასჯერ მყავს ნანახი)
ბათუმის ფანი
16 სექტემბერი 2019 19:41
13
ხელმოცარული სუბიექტები ბევრია და მხოლოდ ვირტუოზები ხდებიან კომენტარების
klavisturis loms
16 სექტემბერი 2019 19:36
0
ასეთი ეგოისტი ვინმე დადის დედამიწაზე???
ლომი
16 სექტემბერი 2019 15:35
25
რა შუაშია ეგოისტი, თუ მამის კადრების გახსენებაზე ცრემლები წამოუვიდა? მაგარი დებილი ხარ, ჩვენში დარჩეს... :)
პატრიოტი
16 სექტემბერი 2019 17:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული