მსოფლიო ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო, როცა მას გარდაცვლილი მამის ინტერვიუდან ამოჭრილი კადრები აჩვენეს.
კრიშტიანო ინტერვიუს აძლევდა ITV-ის გადაცემა Good Morning Britain-ს, როცა ის ატირდა და ამისთვის ბოდიში მოიხადა.
"მაპატიეთ. მე ეს კადრები არასდროს მქონდა ნანახი. როგორია, როცა მამა საკუთარი შვილის წარმატებით ამაყობს? ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა ძალიან მწყდება გული, რომ მან ვერ ნახა როგორ გავხდი საუკეთესო, როგორ მივიღე ჯილდოები. ჩემი ოჯახი მოესწრო ამას, დედაჩემი, ჩემი ძმები, ჩემი უფროსი ვაჟიშვილიც კი, მაგრამ მამა ვერასდროს."
კრიშტიანო რონალდო მხოლოდ 20 წლის იყო, როცა მამამისი გულის უკმარისობით, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.