ვასილი უტკინი "სპარტაკს" მწარედ დასცინის: მე შენთან სექსს არ ვაპირებდი

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა", რომლის თადარიგში ნახევარმცველი ჯანო ანანიძეა, ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა YouTube-ს არხზე დასცინა.

"დამარცხებების მიუხედავად, ყველანი ამბობენ: საერთო ჯამში, ყოჩაღ, აჩვენეს, რომ მამაკაცები არიან, არ ეშინიათ, მტკიცე ხასიათი და კვერცხები აქვთ.

აი, მე ვფიქრობ, ძვირფასო "სპარტაკო", მომიტევე პირდაპირობისათვის, შენთან სექსს არ ვაპირებდი, ჩემთვის სულ ერთია, გაქვს თუ არა კვერცხები. საერთოდ, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, რომ გაქვს.

მაგრამ არსებობს ასეთი სუბსტანცია... ჩვენ შორის დარჩეს და, ისევე, როგორც ცუდ მოცეკვავეს, ცუდ ფეხბურთელსაც ხანდახან მხოლოდ ხელს უშლის. უხეირო
თამაშის ფონზე მათი არსებობა კიდევ უფრო ღრმად გიბიძგებს უნდობლობისკენ.

ორთქლი გამოუშვით, გულშემატკივრებს დაელაპარაკეთ, რამენაირი პასუხი გაჩნდა? არა, რა თქმა უნდა. ქომაგებო, თქვენ ორთქლი ხართ, რომელიც თავღია ჩაიდნიდან გამოუშვეს.

"სპარტაკი" ჩაიდანია. ჩაიდანს სჭირდება კვერცხები? ამიხსენით, გეთაყვა, მარტივი კითხვაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული