დააპატიმრეს მახაჩკალის "ანჟის" ყოფილი ვიცეპრეზიდენტი მახი იდრისოვი.
მის სახლში ჩხრეკისას პოლიციამ დიდი ოდენობით ფული და იარაღი აღმოაჩინა. ჯერ დაუდგენელი ინფორმაციით, იდრისოვის ფირმა ნავთობის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული.
იდრისოვის სახლში "კალაშნიკოვის" სამი ავტომატი, ხუთი პისტოლეტი, ხელყუმბარები და დიდი რაოდენობით სხვა საბრძოლო იარაღი აღმოაჩინეს.
იდრისოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მეგობარია.