ქალი, რომელიც რონალდოს ჰამბურგერებს აჭმევდა: აქამდე ამის ჩემს შვილსაც არ სჯეროდა

AutoSharing Option
პორტუგალიაში გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ ის იყო იმ ორი გოგონადან ერთ-ერთი, რომელიც კრიშტიანო რონალდოს უფასო ბურგერებს აძლევდა. რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ITV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან უნდოდა, ეპოვა ერთი ქალბატონი და ორი გოგონა, რომლებიც მას და მის თანაგუნდელებს უფასო ბურგერებით უმასპინძლდებოდნენ.

ორი შვილის დედა პაულა ლეკამ ინტერვიუ რადიო Renascenca-ს მისცა.

"ისინი რესტორანთან ღამით მოდიოდნენ და როცა ზედმეტი ბურგერები გვქონდა, მენეჯერი მათთვის მიცემის უფლებას გვაძლევდა. ბიჭებიდან ერთ-ერთი კრიშტიანო რონალდო იყო. ის ყველაზე მორცხვი გახლდათ.

მე
ახლაც მეცინება ამ ყველაფრის შესახებ. ჩემს შვილს ადრე მოვუყევი, თუმცა არ დამიჯერა, ვერ წარმოედგინა, რომ დედამისი კრიშტიანო რონალდოს ჰამბურგერებს აძლევდა.

თუმცა, ჩემმა ქმარმა იცოდა. ხშირად გამოუვლია სამსახურში, ასე რომ, კრიშტიანოსაც ხშირად ხვდებოდა. მხიარულია დაბრუნება წარსულში და იმის გახსენება, რაც დიდი ხნის წინ ხდებოდა. ეს კრიშტიანოს ადამიანობას აჩვენებს. ახლა ყველამ იცის, რომ ეს ჩემი გამოგონილი ამბავი არაა.

თუ ის მიმიწვევს, აუცილებლად წავალ. პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი და სადილობისას ძველ ამბებს გავიხსენებთ."

პაულას თქმით, სამწუხაროდ, მან უფროსი ქალბატონის, ედნას საკონტაქტო ინფორმაცია დაკარგა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
გარდა იმისა, რომ დიდი ვარსკვლავია, თან ქველმოქმედებაში ლამის ბადალი არა ჰყავს ფეხბურთელებს შორის(ხუან მატა მეფეა ამ საქმიანობაში).ამ ქალბატონის ამბავი კი მისი ადამიანობის კიდევ ერთი დასტურია. წარმოიდგინეთ ვითომ ხომ არაფერია მისთვის, მაგრამ ამ ქალბატონისათვის რამხელა ბედნიერებაა?!
emigranti
03:33 21-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული