რონალდომ მესი და ვან დეიკი საუკეთესო სამეულში არ დაასახელა

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა რონალდომ და პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა "ბარსელონას" ფორვარდი ლეო მესი და "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი ფიფას გამოკითხვაში საუკეთესო სამეულში არ დაასახელეს.

რონალდოს რჩეულები: მატიას დე ლიხტი, ფრენკი დე იონგი, კილიან მბაპე

სანტუშის რჩეულები: რონალდო, ფრენკი დე იონგი, მატიას ლიხტი

მესის რჩეულები: სადიო მანე, რონალდო, ფრენკი დე იონგი

ვან დეიკის რჩეულები: ლეო მესი, მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე

რონალდომ "ინსტაგრამზე" შემდეგი დაწერა: "მოთმინება და შეუპოვრობა - ეს ორი თვისება განასხვავებს პროფესიონალს მოყვარულისგან. ყველაფერს, რასაც დღეს დიადს ვუწოდებთ, მცირედიდან
დაიწყო.

თქვენ ყველაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, მაგრამ ოცნებების ასახდენად შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი. გახსოვდეთ, ღამეს ყოველთვის განთიადი მოსდევს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ადამიანი აღფრთოვანებაში მოჰყავს ფეხბურთელ-რონალდოს, ის მუდამ რჩება პატარა კაცად... პირველად არ ხდება როცა ცერემონიას არ ესწრება, სადაც არ აჯილდოვებენ, მესი, არც მას და არც პორტუგალიის მწრთვნელს შეჰყავს ხოლმე საუკეთესო სამეულში.... პატარა სულით...
გიორგი
24 სექტემბერი 2019 08:22
4
მესი მეფეა და დათოსნაირები კომენტარი რო დატოვა გასკდით შუაზე!
barsa
24 სექტემბერი 2019 17:12
2
მიუხედავად მესის სიდიადისა წელს არ ეკუთვნოდა საუკეთესო ფეხბურთელობა. ესპანეთის ჩემპონატის მოგების და საუკეთესო ბომბარდირობის გამო? ლივერპულმა გადაუარა ლიგაზე და ბრაზილიამ სამხრეთ ამერიკაზე. და საერთოდაც უაზრობაა ეს ცერემონიალები.გაიხსენეთ 2010 წელი.ხავი,ინიესტა,სნაიდერი დაგლიჯეს მსოფლიოზეც და ლიგაზეც და საუკეთესოდ მაინც მესი აირჩიეს.ერთადერთი პრიზი რომელიც ობიექტურად გადაეცემა არის ფრანს ფუტბოლის არჩევანი,სადაც ჟურნალისტები ირჩევენ საუკეთესოს და არა ჭ ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები.მახსოვს 8-9 წლის წლის წინ ერთმა აზიის ქვეყნის ნაკრების კაპიტანმა საუკეთესოდ ვან ბასტენი დაასახელა,რომელმაც ფეხბურთს თავი1993 წელს დაანება))))
ზაზა
24 სექტემბერი 2019 10:54
7
ზაზა გეშლება. წინა სეზონი მესიმ ბრწყინვალედ ჩაატარა ,მოიგო ოქროს ბუცი 6-ეედ, ჩ.ლიგ-ს ბომბარდირი, ესპანეთის ჩემპიონი, ასისტთან ერთად, ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს ყველაფერი ცოტაა. ამ ვან დეიკმა ერთი ლიგა მოიგო და გადაგვაყოლეთ. ისე, რომ მესიმ სრულიად დამსახურებულად აიღო ეს პრიზი!
vova
24 სექტემბერი 2019 15:13
0
ეს რონალდო რა ბოღმაა რა ვერ გაძღა ბუნების ნიჭს ვერაფერს დაუპირისპირებ და ეს უნდა შეიგნო პირველ რიგში.რაც თავი მახსოვს იუვეს ქომაგი ვარ მაგრამ ესე მგონია სანამ რონალდო ეყოლებათ ლოგას ვერ მოიგებენ იგუაინის არ იყოს.იუვეს ჭირდება იტალიელი სულით შესისხორცებული მეგოლე
თემური
24 სექტემბერი 2019 22:49
2
უამრავი სექტაა საქართველოში,რომელსაც კიდევ ერთი,მესისტების სექტა შეემატა.არსად დაგეკარგოთ. გაუტანს ალავესს 4 გოლს და გიხარიათ თქვე უბედურებო.მერე გამოჩნდება რომა ან ლივერპული და......თუმცა თქვენთან საუბარს აზრიც არა აქვს.
dato
24 სექტემბერი 2019 17:00
5
საერთოდ მესის აღიარება არ გაუხარდათ, მადრიდისტებს, ლივერებს, მარადონისტებს და ათასი ჯულის ისტებს. სამაგიეროდ გაგვიხარდა მესის ჭეშმარიტ ქომაგებს და ვინც აფასებს ფეხბურთის სილამაზეს. მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა ეს ცოტაა, გამოხტებიან ეხლა ჭანჭიკი ყოფილი ფეხბურთელები თუ ძალად "სპეციალისტები" და დაიწყებენ ათასი სისულელეების ფრქვევას. ნეტა ვინ რა ძაღლად აგდებს თქვენს ბოდვას.
gilocavT mesi i!!!!!!!!!!!
24 სექტემბერი 2019 16:00
1
2917ში მესი ეს ყველანაირად პატარა კაცი რომ არ ჩავიდა რონალდუს დაჯილდოვებაზე ეტყობა დაგავიწყდათ.სწორად ამ კაცუნასგან დაიწყო ეს.მაგრამ ავადმყოფი მესისტები ამასაც მოუძებნით გამართლებას.
მესისტებო ტაში,ტაში............................
25 სექტემბერი 2019 21:50
1
ამაშია საქმე>>>> ეს "პატარა" კაცი როგორც შენ ეძახი მესის, აღიარე ხომ გაგიჟებს? დდდ
vaxo
27 სექტემბერი 2019 16:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული