სკანდალი გრძელდება: ნიკარაგუის კაპიტანს სუდანის მწვრთნელი და ეგვიპტელები დაემატნენ [PHOTO]

AutoSharing Option
ფიფას მიერ მსოფლიოს საუკეთესო კაც ფეხბურთელად არგენტინელი ლიონელ მესის დასახელებას ნიკარაგუის კაპიტნის შემდეგ კიდევ ერთი პროტესტის ხმა მოჰყვა სუდანის ნაკრების მთავარი მწვრთნელისაგან.

ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტელთა მთავარი მწვრთნელისა და კაპიტნის ხმა ფიფამ არც კი მიიღო. ძნელი გამოსაცნობი არაა, ვის აძლევდნენ ხმას ეგვიპტის წარმომადგენლები.

სუდანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზდრავკო ლუგაროშიჩმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის ხმა არ მიუცია და გამოაქვეყნა საკმაოდ ბუნდოვანი ფოტო, სადაც კარგად არც ჩანს, ვინ არის მონიშნული "ბიულეტენში".

Sportall.Ge

რაც შეეხება ეგვიპტელთა მთავარი მწვრთნელის, ხავიერ აგირესა და კაპიტან აჰმედ ალ
მუჰამადის ხმებს, რომლებიც ბუნებრივია, მოჰამედ სალაჰს ეკუთვნოდა, ფიფამ ისინი არ მიიღო.

არადა, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ წერილი ვადების ფარგლებში გააგზავნა და აღნიშნული საკითხის ფიფაში დასმას აპირებს.

ფიფას ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, მეორე ადგილზე ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დაიკი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია კრიშტიანო რონალდომ დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა დაგიჯდა ბიჭო ეს გამარჯვება.რა გველიც არის კოპა ამერიკაზე გამოჩნდა.
ფულით კაცობას ვერ იყიდი
26 სექტემბერი 2019 15:42
24
ფიფა და უეფა რომ მანიპულირებენ და კორუფციაში არიან გახვეულები იქიდანაც ჩანს რომ ყველას სასამართლოებში აქვთ საქმეები.ადრეც იყო ეჭვები რომ მესი და რონალდუ თითოჯერ დაუმსახურებლად გახდნენ ოქროს ბურთის მფლობელები.წელს უეფამ ყველაზე სამართლიანად ვან დეიკი დაასახელეს საუკეთესოდ მაგრამ ფიფამ მახინაციებით მესი გაიყვანა.ევროპაში თუ საუკეთესო ვან დეიკია მსოფლიოში მესიმ რითი აჯობა.იქნებ ნაკრებში გამოიჩინა თავი კოპა ამერიკაზე სადაც სრული კატასტროფა იყო.ოსასუნებთან და ეიბარებთან დაგროვილი გოლებით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა სამარცხვინოა.
ამაშია საქმე
26 სექტემბერი 2019 17:13
5
ამაშია საქმე, შე მარადონას და როლანდოს შნირო.
barsa mesi
26 სექტემბერი 2019 17:56
4
ყველაზე უსამართლოდ ინიესტას მოექცნენ- მსოფლიო ჩემპიონი, ფინალში გოლის გამტანი, ჩლ-ს გამარჯვებული და მაშინაც მესი გახდა გამარჯვებული
LIVERPOOL
26 სექტემბერი 2019 17:47
1
მესი არ ყოფილა ფეხბურთელი
სიტი 76
26 სექტემბერი 2019 15:39
21
სიტის 76-ო, გრძნობ კი რა ბოდავ? ეტყობა შენ ფეხბურთის ბაიბურში არა ხარ. ნუ გვაცინებ ძმაო.
barsa mesi
27 სექტემბერი 2019 15:30
0
ყველას ,ყველას, ყველას, ვინც მესის წინაღმდეგი ხართ, ყველას თავებზე გაგიარეთ.
მესისტების დიდი არმია
26 სექტემბერი 2019 18:14
1
ამაშია საქმე და ეგეთების კომენტარებს რო წაიკითხავ კაცი ეგრევე მიხვდები თუ რატოა ჩვენი ქვეყანა ესეთ სიტუაციაში, ულოგიკობის ზეიმია ამათი კომენტარები.ან უტელევიზორობის და მესის თამაში გადმოცემით იციან მარტო.
a.a.
26 სექტემბერი 2019 19:47
0
აბა შემდეგი ვინ ხარ რიგში? ბოღმებო? როგორ ყველამ ამოყავით თავები ჭაობიდან? დიდი ხანია თქვენი ყიყინი არ გაგვიგია. "ამაშია საქმე" პარადი მიგყავს სისინის?
საცოდავო ამაშისტებო გვეცოდებით!
26 სექტემბერი 2019 18:03
3
ხო მესიიი არ ყოფილა ფეხბურთელი
სიტი 76
26 სექტემბერი 2019 15:38
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული