სკანდალი გრძელდება: ნიკარაგუის კაპიტანს სუდანის მწვრთნელი და ეგვიპტელები დაემატნენ [PHOTO]

AutoSharing Option
ფიფას მიერ მსოფლიოს საუკეთესო კაც ფეხბურთელად არგენტინელი ლიონელ მესის დასახელებას ნიკარაგუის კაპიტნის შემდეგ კიდევ ერთი პროტესტის ხმა მოჰყვა სუდანის ნაკრების მთავარი მწვრთნელისაგან.

ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტელთა მთავარი მწვრთნელისა და კაპიტნის ხმა ფიფამ არც კი მიიღო. ძნელი გამოსაცნობი არაა, ვის აძლევდნენ ხმას ეგვიპტის წარმომადგენლები.

სუდანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზდრავკო ლუგაროშიჩმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის ხმა არ მიუცია და გამოაქვეყნა საკმაოდ ბუნდოვანი ფოტო, სადაც კარგად არც ჩანს, ვინ არის მონიშნული "ბიულეტენში".

Sportall.Ge

რაც შეეხება ეგვიპტელთა მთავარი მწვრთნელის, ხავიერ აგირესა და კაპიტან აჰმედ ალ
მუჰამადის ხმებს, რომლებიც ბუნებრივია, მოჰამედ სალაჰს ეკუთვნოდა, ფიფამ ისინი არ მიიღო.

არადა, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ წერილი ვადების ფარგლებში გააგზავნა და აღნიშნული საკითხის ფიფაში დასმას აპირებს.

ფიფას ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, მეორე ადგილზე ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დაიკი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია კრიშტიანო რონალდომ დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა დაგიჯდა ბიჭო ეს გამარჯვება.რა გველიც არის კოპა ამერიკაზე გამოჩნდა.
ფულით კაცობას ვერ იყიდი
15:42 26-09-2019
24
ფიფა და უეფა რომ მანიპულირებენ და კორუფციაში არიან გახვეულები იქიდანაც ჩანს რომ ყველას სასამართლოებში აქვთ საქმეები.ადრეც იყო ეჭვები რომ მესი და რონალდუ თითოჯერ დაუმსახურებლად გახდნენ ოქროს ბურთის მფლობელები.წელს უეფამ ყველაზე სამართლიანად ვან დეიკი დაასახელეს საუკეთესოდ მაგრამ ფიფამ მახინაციებით მესი გაიყვანა.ევროპაში თუ საუკეთესო ვან დეიკია მსოფლიოში მესიმ რითი აჯობა.იქნებ ნაკრებში გამოიჩინა თავი კოპა ამერიკაზე სადაც სრული კატასტროფა იყო.ოსასუნებთან და ეიბარებთან დაგროვილი გოლებით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა სამარცხვინოა.
ამაშია საქმე
17:13 26-09-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული