ბრაზილიაში ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ჩატარდა და საოცარი სხვაობა დაფიქსირდა

AutoSharing Option
ბრაზილიაში, რიოს შტატის ჩემპიონატში ქალთა გუნდებს შორის საოცარი ანგარიში დაფიქსირდა - "ფლამენგომ" "გრემიოს", არც მეტი, არც ნაკლები - 56:0 მოუგო. ეს შემთხვევა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში აუცილებლად შევა.

გუნდების ოფიციალური სოციალური ქსელები იტყობინებიან, რომ ეს ბრაზილიის ლიგაში ყველაზე დიდი ანგარიში იყო.

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი ერთ ოფიციალურ შეხვედრაში მადაგასკარის ჩემპიონატში გავიდა. "ადემმა" "ლემირნს" 149:0 მოუგო, თუმცა ამ შეხვედრაში სტუმარ ფეხბურთელებს მიზანმიმართულად გაჰქონდათ საკუთარ კარში გოლები მსაჯის მიმართ პროტესტის გამოხატვის ნიშნად.

მეორე ადგილზე კი 2001 წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩია,
რომელშიც ავსტრალიამ ამერიკულ სამოას 31:0 მოუგო. თუმცა ვნახოთ, არაა გამორიცხული, მეორე ადგილი "გრემიოსა" და "ფლამენგოს" შეხვედრამ დაიკავოს.

მომზადებულია cbssports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
dabolili xar dzmaa?
arc me-s
26 ნოემბერი 2019 02:16
1
"არც მე, არც ნაკლები" - ეს რამე ახალი გამოთქმაა ქართულში??
აჩი
30 სექტემბერი 2019 15:29
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული