როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, 36 წლის თავდამსხმელი მუხლის ტრავმას ებრძვის, მუდმივად ტკივილის ქვეშ თამაშობს და მისი ატანა აღარ შეუძლია.
სუარესი, რომელიც 68 გოლით ურუგვაის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია, ბრაზილიურ გუნდში 2023 წლის იანვარში მშობლიური "ნასიონალიდან" გადავიდა, ჯამში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა.