ჯანო ანანიძის გუნდის მწვრთნელად დომენიკო ტედესკოს დანიშნავენ

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, გადაყენებული ოლეგ კონონოვის ნაცვლად, ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკის" მწვრთნელად 34 წლის დომენიკო ტედესკოს დანიშნავენ.

ტედესკოს კონტრაქტს 2 კვირაში გაუფორმებენ და მისი სეზონური ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება.

ტედესკოს დანიშვნის ინიციატორი კლუბის გენერალური დირექტორი ტომას ცორნია.

ტედესკო წარმოშობით იტალიელია. როდესაც 2 წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადაბარგდა. ფეხბურთი მაღალ დონეზე არ უთამაშია. მწვრთნელად მუშაობა "შტუტგარტის" სისტემაში დაიწყო. შემდეგ სათავეში ედგა "ჰოფენჰაიმის" 19-წლამდელთა გუნდს, "ერცგებირგეს", 2017-19 წლებში კი - "შალკეს". 2019 წლის 15 მარტს გელზენკირხენული გუნდის მწვრთნელის პოსტიდან ჩემპიონთა
ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" 0:7 განადგურების გამო მოხსნეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩამოვა მგონი ჯანოც ბათუმში.....
roma
03:02 02-10-2019
2
ჯანო გაერიდე მანდაურობას თორე იცოდე რო ძაან გვიანი იქნება. კრილია და როსტოვი სანატრელი არ გაგიხდეს იცოდე და რუბინი კიდე...
Jordan Beli
20:59 01-10-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული